ფავრი: "მესის შეჩერება ადვილია"

28-11-2019, 15:09

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში  "ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ "დორტმუნდის" თავკაცმა ლუსიენ ფავრიმ მედიის წარმომადგენლებთან ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"ის ცრუ ცხრიანად თამაშობდა და თანაც შეუდარებლად. როდესაც ლეო ბურთს იღებს, მეტოქისთვის ყველაფერი რთულდება".

"როგორ უნდა შევაჩეროთ მესი? მარტივია, დავჯარიმდეთ. სხვანაირად მისი შეჩერება შეუძლებელია. ის სწრაფად მოძრაობს და მისი ბოლო პასები ძალიან სახიფათოა".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში მესიმ 2 საგოლე გადაცემა და 1 გოლი მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით