"პსჟმ" თვალი "სევილიას" მეკარეს დაადგა

30-11-2019, 23:26

როგორც ჩანს, ფრანგული "პსჟ" 26 წლის მეკარის, სერხიო რიკოს გარჯით კმაყოფილია.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან სევილიელი კიპერის გამოსასყიდი ფასი, 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რიკო "პსჟს" რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა იჯარის წესით და მას გუნდში კეილორ ნავასის შემცვლელის როლი აქვს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში გადაბარგების შემდეგ 26 წლის მეკარემ მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით