მოურინიო: "რეალი ყველა მწვრთნელისთვის საოცნებოა"

1-12-2019, 23:11

ლონდონის "ტოტენჰემის" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალზე" საინტერესო განცხადება გააკეთა.

"თქვენ კარგად იცით, თუ როგორ მიყვარს პრემიერლიგა. სამშობლოდან წასვლის შემდგომ პირველი სწორედ ინგლისს მივაშურე."

"თუმცა, არსებობს ერთი კლუბი, რომელსაც ძალიან ვაფასებ და ის ინგლისში არაა. ეს გახლავთ მადრიდის "რეალი". ეს კლუბი ნებისმიერი მწვრთნელისთვის საოცნებოა." - აცხადებს ჟოზე.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "სამეფო კლუბში" 2010-13 წლებში მუშაობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით