ვერატი "პსჟ-დან" მიდის !

2-12-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი, მისი გუნდის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაა, რასაც მისი აზრით, "პსჟ-სთან" ერთად ვერ შეძლებს.

ცნობების მიხედვით, ვერატის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ჯერ-ჯერობით 70 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით