მეგა კონტრაქტი. კილიან მბაპეს მომავალი გარკვეულია

2-12-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე მის გუნდთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელეუბლი ინფორმაციის თანახმად, 20 წლის თავდამსხმელს ყატარული მფლობელობის გუნდი, 5 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ის გრანდში კიდევ მინიმუმ 4 წლით დარჩება.

ამ პერიოდის განმავლობაში მბაპეს კვირეული ანაზღაურება, 350 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით