რონალდუ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებას გამოტოვებს

2-12-2019, 19:52

როგორც Get French Football News-ი იტყობინება,  დღეს, 2 დეკემბერს გასამართ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებას ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ არ დაესწრება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მილანში კალჩოს გალა-საღამოს ეწვევა, სადაც რონალდუს სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩია.

2018 წლამდე ზედიზედ 10 წლის განმავლობაში ამ ჯილდოს მხოლოდ მესი და რონალდუ იღებდნენ (5-5-ჯერ).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით