"მან სიტი" სეიუნჯის შეძენით დაინტერესდა

2-12-2019, 20:23

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" "ლესტერის" თურქი ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ქალაქელები" "მელიების" რიგებიდან, ჩაგლარ სეიუნჯიუს დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის დამატება, პირადად პეპ გვარდიოლას სურს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქი მცველის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით