პოჩეტინომ თავის მომავალზე ისაუბრა

2-12-2019, 21:24

ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავის მომავალზე ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ, არაერთი დიდი კლუბი და მიმზიდველი პროექტი "მეპატიჟება". თუმცა, ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავში აზრების დალაგებაა."

"ტოტენჰემში დიდებული ხუთნახევარი წელიწადი გავატარე და ახალ ცხოვრებასთან შეგუება ცოტა რთულია."

"ვაპირებ, რომ ევროპაში დავრჩე. არგენტინაში სამუშაოდ წასვლა რთული იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ოჯახისთვისაც. თუმცა, შემოთავაზება თუ იქნება, რა თქმა უნდა, დავფიქრდები." - აცხადებს პოჩე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით