ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე ვან დიკმა რონალდოს დასცინა

2-12-2019, 23:07

დღეს France Football-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც ოქროს ბურთის გამარჯვებულს დაასახელებენ.

პრიზის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ვირჯილ ვან დიკმა წითელ ხალიჩაზე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ერთ-ერთი კითხვის შემდეგ რონალდოს დასცინა.

ჟურნალისტმა ჰოლანდიელ ფეხბურთელს შემდეგი სახის კითხვა დაუსვა:

"კრისტიანო დღეს არ იქნება, რაც ნიშნავს რომ ერთით ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ."

ვან დიკის პასუხი კი ასეთი გახლდათ: "და საერთოდ როდის განიხილებოდა ის კონკურენტად?"



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით