ოფიციალურად - ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

3-12-2019, 00:31

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა France Football-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.

ოქროს ბურთის გამარჯვებული კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი, ლეო მესი გახდა.

32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე წელს ოქროს ბურთის გარდა ასევე FIFA The Best-ის ჯილდოც მიიღო.

მეორე ადგილი მერსისაიდული "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დიკმა დაიკავა, მესამეზე კი კრისტიანო რონალდო გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით