რონალდოს პირველი კომენტარი ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ

3-12-2019, 01:27

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა.

აღნიშნულ ფაქტს ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრისტიანო რონალდო გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, დღეს ჯილდო ღირსეულმა მიიღო. ვულოცავ ლეოს ოქროს ბურთის მოგებას, მას ნამდვილად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა." - აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი ოქროს ბურთის გამარჯვებული ისტორიაში მეექვსედ გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით