პედრო სერია ა-ში?

2-12-2019, 23:59

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ლონდონის "ჩელსის" შემტევის შეძენით, იტალიის სერია ა-ს გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმააციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "არისტოკრატთა" რიგებიდან, პედრო გადმოიბიროს.

როგორც ცნობილია,  იტალიურ გრანდს სურს, რომ ფეხბურთელი უფასოდ აიყვანოს, რადგან ესპანელ შემტევს, ხელშეკრულბა კლუბთან ზაფხულის დასაწყისში ეწურება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელის დამატება, პირადად მაურიციო სარის სურს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით