როდრი: "ჩემპიონი წელს "სიტი" გახდება"

4-12-2019, 14:23

"მანჩსტერ სიტის" ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა "ბარნლისთან", ანგარიშით 4:1,  მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მიხარია, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, რადგან "სიტის" თავდაჯერებულობისთვის ეს მოგება სჭირდებოდა. ყოველთვის ვცდილობთ, თუმცა ხანდახან სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ. სეზონის ბოლომდე შორია, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ".

"საჩემპიონო რბოლა? შანსები ჯერ კიდევ გვაქვს. ყველაფერი მარტივადაა, მათემატიკური შანსი არსებობს, შესაბამისად, პრემიერლიგის მოგება შეგვიძლია. ბოლომდე დავიხარჯებით და ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, "სიტის" საუკეთესო თამაში წინ გველის", - განაცხადა როდრიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით