ვერონი: "მას აგუეროს, ბატისტუტას და კრესპოს თვისებები აქვს"

4-12-2019, 20:25

არგენტინის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან სებასტიან ვერონმა მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი თანამემამულე ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა.

"გამაკვირვა  იმ ხასიათმა, რომელიც ლაუტარომ 22 წლის ასაკში გამოავლინა. გარდა ხასიათის სიმტკიცისა, მისი თამაშის ხარისხიც ძალიან მაღალია. მოედანზე თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია".

"მას ვერავის შეადარებ, რადგანაც მასში რამდენიმე მოთამაშის თვისებებია თავმოყრილი: ის აგუეროსავით მოძრაობს, ბატისტუტასავით ძლიერია და კრესპოსავით ეშმაკია საჯარიმოში. ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ჩნდება", - განაცხადა არგენტინელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით