ნავასი: "არ ვიცი, რატომ წავედი მადრიდიდან"

4-12-2019, 23:08

ფრანგული "პსჟს" მეკარემ, კეილორ ნავასმა ყოფილ კლუბზე, მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

"მადრიდში რაღაცეები მოხდა, თუმცა, ახლაც არ ვიცი, თუ რატომ და როგორ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ამან საბოლოოდ ჩემი წასვლა გამოიწვია."

"ფანების მუდამ მადლიერი ვიქნები. მადრიდში დაბრუნების შემდეგ ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი. თითოეული შეცდომის შემდეგ მათგან მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას."

"რეალთან თამაშამდე, გამოსასვლელ გვირაბში, წამით ვიფიქრე, რომ მათთან ერთად უნდა გავსულიყავი მინდორზე, მაგრამ, შემდეგ გამახსენდა, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი აღარ ვიყავი." - აცხადებს ნავასი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით