"ბაიერნი" შესაძლოა ტუხელმა ჩაიბაროს

4-12-2019, 23:21

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად მომავალი სეზონიდან შესაძლოა, თომას ტუხელი მოგვევლინოს.

მოგეხსენებათ, გასულ თვეში "რეკორდმაისტერმა" ნიკო კოვაჩი დაითხოვა და მის ადგილს სეზონის დასრულებამდე დროებითი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი იკავებს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით კი მიუნხენური გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული ტუხელის დამატებით.

წყაროს ცნობით, "ბაიერნმა" უკვე დაიწყო 54 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებები და დიდი ალბათობით, "პსჟს" დატოვების შემდეგ ის სწორედ სამშობლოში დაბრუნდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით