ნოდარ ახალკაცი: "მაქვს ისეთი მასალა, შეიძლება ბევრმა "ვაი დედა" იყვიროს, ისე გაშიშვლდება" (ვიდეო)

4-12-2019, 23:29

გამოცემა "ლელომ" ლეგენდარული თბილისის "დინამოს" მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის 1998 წლის იანვარში, გაზეთ 11x11-თან მიცემული ინტერვიუ გაიხსენა.

გთავაზობთ ნაწყვეტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ინტერვიუდან.

"დიდი ხანია გათვითცნობიერებული და ჩამოყალიბებული ვარ, რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა გუნდში ვმუშობდი, პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: პროფესორები - ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი და სხვები. ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს."

"ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არც ერთი ფეხბურთელი პირადად გაცნობილი არ არის. ეს მხოლოდ მე მაქვს. ეს რომ გამოვაქვეყნო... არადა, წიგნი გამოსაქვეყნებლად მზად მაქვს, შეიძლება ბევრმა "ვაი დედა" იყვიროს, ისე გაშიშვლდება. არ ვაკეთებ ამას, არ არის ამის დრო ჯერ. ყველა თავის თავს ისე ხატავს, თითქოს გენიოსი და წმინდანი იყოს." - ციტირებს ახალკაცის სიტყვებს "ლელო".

იხილეთ ვიდეო:

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიას ახალი გუნდელი მსოფლიო ჩემპიონის

დაგვიმეგობრდით