ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

5-12-2019, 14:37

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.

"რაც შეეხება ჩემს ტრანსფერს, "რომაზე" საუბარი თავიდანვე იყო. "ნაპოლისა" და "ვალენსიას" შესახებ მეც ბოლოს, ინტერნეტით გავიგე. კლუბებთან არ ვიცი, რა როგორ იყო. შეიძლება, კლუბთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა".

"სხვა გუნდებიდან იყო დაინტერესება. იყო გერმანიიდან რამოდენიმე კლუბი, იყო იტალიიდან: "რომა", "ფიორენტინა", "გლადბახი", "ლევერკუზენი" და კიდევ რამდენიმე კლუბი. ამ ეტაპზე, ელოდებიან, როდის დავბრუნდები და დავიწყებ თამაშს. დიდი იმედი მაქვს, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება".

"ზაფხულში გაიგებდით, ალბათ, რომ კონტრაქტი გავახანგძლივე. ეს საკითხი ჩემ აგენტებთან გავიარე და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება გაგვეგრძელებინა. იმ პერიოდში ტრავმირებული ვიყავი და ასე ვარჩიეთ ყველამ. რა ღირს ჩაკვეტაძე? 15 მილიონზე იყო საუბარი და უარით გაისტუმრეს და სადღაც, 25 მილიონამდე ითხოვს ჩაკვეტაძეში "გენტი", - განაცხადა ჩვენებურმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით