კრიშტიანოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დასცინა

5-12-2019, 19:39

როგორც მოგეხსენებათ, ლოს ანჯელესის "გალაქსის" დატოვების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტია და დიდი ალბათობით, იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ზლატანს სერია ა-ში დაბრუნების შემთხვევაში რონალდუსთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე დაუსვა შეკითხვა,
რაზეც შვედმა ასე უპასუხა:

"ამას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნამდვილი რონალდო ბრაზილიელია".

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიაში თამაშის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, იგი "იუვენტუსის", "ინტერის" და "მილანის" ღირსებას იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით