"რეალი" და "პსჟ" ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

5-12-2019, 23:21

მადრიდის "რეალი" რომ ფრანგული "პსჟს" ლიდერის, კილიან მბაპეს დამატებით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, პარიზში საბოლოოდ შეეგუენ იმ აზრს, რომ 20 წლის სუპერვარსკვლავი მალე კარიერას "სამეფო კლუბში" გააგრძელებს, თუმცა, სურთ, რომ ამ ტრანსფერით კარგი სარგებელი ნახონ.

წყაროს ცნობით, "პსჟ" მბაპეს სანაცვლოდ მადრიდულ გრანდს ვინისიუს ჟუნიორს მოსთხოვს.

ფრანგების სპორტული დირექტორი, ლეონარდო ბრაზილიელ ვინგერში დიდ პოტენციალს ხედავს და სურს, რომ თანხის გარდა "რეალმა" ასევე ვინისიუსიც ჩართოს ტრანსფერში. დიდი ალბათობით, მადრიდული გრანდი ამ გაცვლას დათანხმდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით