პოჩეტინო "ბაიერნს" არ გაწვრთნის

5-12-2019, 23:49

ლონდონის "ტოტენჰემიდან" დათხოვნის შემდგომ მაურისიო პოჩეტინო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია ევროპაში.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებდა, თუმცა, როგორც ჩანს ეს მხოლოდ ჭორებია.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" საერთოდაც არ არის დაინტერესებული პოჩეტინოს კანდიდატურით და მხარეებს შორის შეხვედრა არასდროს შემდგარა.

წყაროს ცნობით, მაურისიოს დამატების ყველაზე დიდი შანსი მანჩესტერ "იუნაიტედს" აქვს და სავარაუდოდ, არგენტინელი სპეციალისტი სწორედ ნისლიან ალბიონზე დარჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით