სიმეონეს მთავარი სამიზნე "პსჟ-ს" ფხბურთელია

6-12-2019, 16:39

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Calciomercato მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცს დიეგო სიმეონეს გუნდში "პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ედინსონ კავანის გადმობირება სურს.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი 32 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ კავანის კონტრაქტი სწორედ 2020 წლის 30 ივნისს უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ედინსონ კავანი "პარი სენ-ჟერმენმა" 2013 წელს, "ნაპოლიდან" შეიძინა. მან პარიზული კლუბის მაისურით 288 შეხვედრში მიიღო მონაწილეობა, 195 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით