"ბარსელონას" ლეგენდა: "უკვე დროა, რომ მესიმ "ბარსა" დატოვოს"

6-12-2019, 19:19

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, რივალდომ ლეო მესის გუნდის დატოვება ურჩია.

"ნორმალურია, როდესაც 32 წლის ფეხბურთელი თავის სამომავლო გეგმებზე ფიქრობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა საქმეები "ბარსელონაში."

"ამჟამად ლეო უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის, თუმცა, არავინ იცის რა მოხდება მომავალში, როცა მის ნაცვლად კლუბი ახალ ტალანტებს მოიყვანს."

"შესაძლოა, ერთ დღესაც დადგეს ის მომენტი, როდესაც მესი გუნდისთვის ზედმეტი იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს მისთვისვე უმჯობესი იქნება, თუ "ბარსელონას" დატოვებს." - აცხადებს რივალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით