"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

6-12-2019, 22:32

პოპულარულმა ბრიტანულმა საფეხბურთო საიტმა "DreamTeamFC.com"-მა "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელშიც ის 13 რამაა დასახელებული, რაც მხოლოდ "ქალაქელების" ნამდვილმა ფანებმა იციან.

13-დან ერთ-ერთი პუნქტი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეს უკავშირდება. "ქინქლაძეს ის შეეძლო, რაზეც დავიდ სილვა ვერც კი იოცნებებს", - ასეთი ქვე-სათაური აქვს აბზაცს, სადაც ვკითხულობთ:

"მხოლოდ ნამდვილმა ქომაგებმა იციან, რომ ქინქლაძე სილვას არც უნდა შეადარო... ერთადერთი საუკეთესო რამ, რაც იმ სეზონში მოხდა, ეს სწორედ ქართველი ფეხბურთელის გამოჩენა იყო, პატარა ჯადოქრის, გენიოსის, რომელიც "სიტიმ" შორეულ თბილისის "დინამოში" იპოვა. თავისი ბრწყინვალე დრიბლინგის ნიჭით და ექსტრაორდინალურობით შესაძლოა, ქინქლაძე ქალაქ მანჩესტერში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნიოთ", - წერია სტატიაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით