რატომ ვერ მოხვდა ჩაკვეტაძე განაცხადში?

7-12-2019, 15:04

ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება დააანონსა, თუმცა "ზულტე ვარეგემთან" დღევანდელ სამატჩო განაცხადში ჩვენებური არ ჩანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დანიელმა სპეციალისტამ მედიის წარმომადგენლებთან ახსნა-განმარტება გააკეთა.

"გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება, მხოლოდ სათამაშო რიტმი აკლია. შემეძლო შაბათის მატჩის განაცხადში შემეყვანა, მაგრამ ვამჯობინე, რომ დავიცადოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეუფერხებლად მოემზადოს და ძალიან არ ვიჩქაროთ", - თქვა თორუპმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით