"ევერტონმა" უცნაური რეკორდი დაამყარა

7-12-2019, 20:56

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლივერპულის "ევერტონმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ხსენებულ შეხვედრაში "კამფეტებმა" მეტად საინტერესო რეკორდის დამყარება მოახერხეს.

კერძოდ, "ევერტონის" ფეხბურთელებმა ჯამში მატჩის განმავლობაში 37 ვარდნა განახორციელეს, მსგავსი შედეგი კი ასეთი სტატისტიკის დათვლიდან დაწყებული არცერთ გუნდს არ ჰქონია.

როგორც ჩანს, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შეგირდებს საბრძოლო განწყობა შეუქმნა, რაც მათ თამაშში და შედეგშიც აისახა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით