ქეცბაია: "დღე არ გავა, რომ ამაზე არ ვიფიქრო"

8-12-2019, 14:39

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და "ანორთოსის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მედიის წარმომადგენლებთან  თავისი მუდმივი ფიქრები გაამხილა და ძალიან პირადულ თემას შეეხო.

"დღე არ გავა, აფხაზეთზე, ჩემს სახლზე არ ვიფიქრო. ღმერთმა ქნას, საქართველო გაერთიანდეს და ხალხი დაბრუნდეს. ჩვენს გმირებს ტყუილად არ უბრძოლიათ. ასევე იყვნენ დიდგორზე, ბასიანის ბრძოლისას... ისტორია გრძელდება. იცით, ხალხს რომ ვუყურებ, მათი გაჭირვების ატანა მიმძიმს. ამ ხალხს ქვეყანა ისე ვერ დაეხმარა, როგორც იმსახურებდნენ".

ჟურნალისმა თემურს ასევე ერთი ფაქტი გაახსენა, რომლის მიხედვითაც იგი ერთხელ იმდენ ადამიანს დაეხმარებია ინგლისში დაბრუნებულს სახლში მისასვლელი ფული აღარ დაგრჩა, ქეცბაიამ კი ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

"ამაზე ლაპარაკი უხერხულია. მადლობა ღმერთს, მაქვს იმის საშუალება, ადამიანებს გვერდით დავუდგე. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა", -განაცხადა ქეცბაიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით