კონფლიქტი. მბაპეს "რეალში" მიდის? (ვიდეო)

8-12-2019, 19:40

გუშინ საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მონპელიემ" "პსჟს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მატჩის 90-ე წუთზე სტუმართა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კილიან მბაპე გაიყვანა მინდვრიდან და მის ნაცვლად ჩუპო მოტინგი შემოიყვანა.

თომას ტუხელი ახალგაზრდა ფრანგის გაყვანის ეპიზოდში მას აქტიურად ესაუბრებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ყურადღებაც კი არ მიაქცია გუნდის დამრიგებელს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მბაპესა და ტუხელს შორის დიდი განხეთქილებაა, რაც ფრანგის მადრიდის "რეალში" გადასვლის შანსებს ერთი-ორად ზრდის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსები აბობოქრდნენ: "ბასილაშვილმა ჩვენს სპორტსმენთან ეს ამიტომ გააკეთა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით