"იუნაიტედი" სანჩოს უახლოვდება !

9-12-2019, 01:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავდამსხმის გაძლიერებას, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში, მეგა ტრანსფერით გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო გადაიბიროს.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედი" 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 125 მილიონ ევროს იმეტებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთნ ერთად, "მანჩესტერ სიტის" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით