"ტოტენჰემს" კულიბალი სურს !

9-12-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის გუნდს, იტალიური "ნაპოლის" სენეგალელი ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის გადაბირება სურს.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემი" 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 95 მილიონ გირვანქას იმეტებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით