"წაშლილია ყველაფერი, აღარ მკითხოთ", - ქართველი ძიუდოისტი პოლიციელებმა სცემეს

8-12-2019, 21:46

გუშინ, 8 დეკემბერს ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართული პოლიციის მიერ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. 




საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტ ლაშა ბექაურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ბოლო ინფორმაციით, 19 წლის ტიტულოვანი ძიუდოისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ს განცხადების პარალელურად, გავრცელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურს TV პირველის ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, მაგრამ ძიუდოისტმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

"გაუგებრობა  იყო, ნუღარაფერს მკითხავთ... ნუ მისვამთ კითხვებს... არაფერი აღარ მიწერია, წაშლილია ყველაფერი... მეც კარგად ვარ, არაფერი არ მომხდარა", - ამბობს ძიუდოისტი.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით