ანანიძე ზამთარში "სპარტაკს" დატოვებს

9-12-2019, 19:19

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sport24-ის ინფორმაციით, ჯანო ანანიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის "სპარტაკი" დატოვოს.

წყაროს ცნობით, მოსკოველები მზად არიან მიღებული წინადადებები სერიოზულად განიხილონ. თუმცა, გამოცემა არ აკონკრეტებს სად შეიძლება გადავიდეს 27 წლის ჩვენებური.

შეგახსენებთ, ანანიძე "სპარტაკის" მაისურით 2009 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 146 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა.

ჯანო მიმდინარე სეზონში მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება და შეცვლაზეც იშვიათად ეძლევა თამაშის შესაძლებლობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით