"მონპელიეს" მწვრთნელი: "ნეიმარი მტირალაა"

9-12-2019, 22:41

შაბათს ლიგა 1-ის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მონპელიემ" "პსჟს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდგომ "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა, მიშელ დე ზაქარიანმა ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"ის ყოველთვის პროვოკაციას აწყობს მეტოქეების მიმართ, თავისი სქილებითა და დრიბლინგით."

"ამასთანავე, ნეიმარი მტირალაა. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ, ცუდი ხასიათი აქვს. როდესაც მას ეხებიან, სასწრაფოდ ძირს ეცემა." - აცხადებს "მონპელიეს" მწვრთნელი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით