ზიდანმა მესის გაჩერების გეგმა შეიმუშავა, უცნაური გადაწყვეტილება

9-12-2019, 23:42

18 დეკემბერს სეზონის პირველი ელ კლასიკო გაიმართება, რომელსაც "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ლეო მესის განსაკუთრებულად უფრთხის და მის შესაჩერებლად სპეციალური გეგმაც უკვე შეიმუშავა.

პირველ რიგში, ფრანგი სპეციალისტი თავის 4-3-3 ტაქტიკის ნაცვლად კლასიკურ 4-4-2_ს აირჩევს, რომელსაც ბოლო მატჩებში ვხედავთ ხოლმე და მიზეზიც სწორედ მისი გამოცდაა. მოედნის ცენტრში ვალვერდე და კაზემირო იმუშავებენ, რათა მესის ნაკლები თავისუფალი ზონა დარჩეს.

გარდა ამისა, სერხიო რამოსსა და რაფაელ ვარანს დატვირთვა გაეზრდებათ და მათ საკუთარ ნახევარზე ფაქტობრივად ყველა წერტილში მოუწევთ თამაში. სწორედ ისინი იქნებიან გუნდის საყრდენების დამზღვევები და არ მისცემენ ლეოს ამოსუნთქვის საშუალებას.

და ბოლოს, ფედე ვალვერდე მესის პერსონალურად აიყვანს ხოლმე. იგი მთელი მატჩის განმავლობაში არგენტინელი ფეხბურთელის სიახლოვეს ითამაშებს და მისი პერსონალური მეურვე იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით