თინა კანდელაკი ვასილი უტკინს: "ასაკში მყოფი მარტოხელა მამაკაცი ან იმპოტენტია, ან..."

9-12-2019, 23:50

დღეს ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი და "Матч ТВ"-ის გენერალური მენეჯერი თინა კანდელაკი ერთმანეთს სახალხოდ ძალიან თამამად ეხუმრებოდნენ.

"სამწუხაროდ, ასაკში მყოფი მარტოხელა მამაკაცი ან არატრადიციული ორიენტაციისაა, ან იმპოტენტი. პირველი შემთხვევა შემიძლია გავიგო, მაგრამ მეორე თანამედროვე მსოფლიოში განკურნებადია. ვასილი, შემიძლია ექიმთან პირველი ვიზიტის ხარჯი აგინაზღაურო", - განაცხადა თინამ მას შემდეგ რაც მას ჟურნალისტმა უსაქმური უწოდა.

უტინის მოსწრებულმა პასუხმაც არ დააყოვნა და თამამად მიუთითა თინას ხელოვნურ ფორმებზე.

"მადლობა  დახმარების შემოთავაზებისთვის! ყოველთვის ვეკითხები რჩევას მათ, ვინც იმკურნალა. თუმცა, მკერდი ექიმის დახმარების გარეშე გავიზარდე, ტუჩები კი დაბადებიდან გაბერილი მაქვს".

"რაც შეეხება იმპოტენციას, აქ ჩვენ, მამაკაცები, თქვენ, ქალებს, არ გეკითხებით. საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მოეპყრა სასქესო ორგანოს, როდესაც ის ფეხებშუა ერთი და იგივე გაქვს, სამუდამოდ, ცვლილების უფლების გარეშე?"



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით