"რეალს" საფრთხე ემუქრება !

10-12-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალს" სატრანსფერო დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ფრანგი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის გუნდი, 2020 წლის ბოლომდე, მოთამაშეების გაყიდვით 170 მილიონ ევროს ვერ ამოიღებს, მაშინ გრანდი ფინანსური "Fair Play-ის" წესებს დაარღვევს.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" ამ მიზნით, ხამეს როდრიგესის, გარეთ ბეილის და ბრაჰიმ დიასის გასხვისებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ლუკა მოდრიჩის გაშვების ვარიანტსაც არ გამორიცხავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიას ახალი გუნდელი მსოფლიო ჩემპიონის

დაგვიმეგობრდით