"ატლეტიკო" შეტევის გაძლიერებას ეცდება !

10-12-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში თავდამსხმელის შეძენას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი სპეციალისტის, დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობის გუნდი, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის ტრანსფერს გამორიცხავს.

ცნობების მიხედვით, "როხი ბლანკოს" მიზანი არა ვეტერანი, არამედ ჟოაო ფელიქსის მსგავსად, ამომავალი ვარსკვლავის შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ კავანის ყიდვა ამჟამად ყველაზე მეტად, იტალიურ "ნაპოლის" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით