პარეხო: "გამარჯვება დავიმსახურეთ"

11-12-2019, 11:35

ესპანური "ვალენსიას" კაპიტანი და ნახევარმცველი, დანი პარეხო, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"როდესაც მეტოქეს საკუთარ მოედანზე ეთამაშები, გოლს უტან, ის კი კარში ერთხელაც კი ვერ ახერხებს დარტყმას, ვფიქრობ გამარჯვებას და პლეი-ოფში ადგილს ნამდვილად იმსახურებ."

"ბოლომდე ვიბრძოლეთ და ის შევძელით, რაც არავის წარმოედგინა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ვალენსიას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით