ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ანჩელოტი დაითხოვა

11-12-2019, 02:53

იტალიურმა "ნაპოლიმ" გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

დღეს ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 4:0 იმარჯვეს და 1/8 ფინალში გავიდნენ, თუმცა, როგორც ჩანს 60 წლის სპეციალისტს ამ ფაქტმა ვერ უშველა.

"ნაპოლის" სერია ა-ში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ანჩელოტის დათხოვნის მიზეზიც მეტწილად ეს გახდა. ის გუნდს 2018 წლიდან ედგა სათავეში.

დიდი ალბათობით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჯენარო გატუზო დაიკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით