მოურინიო: "გუნდში ამის გახსენება ყველას ეკრძალება"

11-12-2019, 17:29

ლონდონის "ტოტეჰემის" მთავარმა მწრთვნელმა ჟოზე მოურინიომ საკუთარ მოთამაშეებს მიუხენის ბაიერნთან, ანგარიშით 2:7, წაგენული მატჩის გახსენება აუკრძალა.

"მე ავკრძალე ამ თამაშზე საუბარიც კი. იგივე თამაში მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა რამდენმე ვნახეთ, ანალიზი ჩავატარეთ და ყველა ასპექტი შევისწავლეთ".

" ბიჭებს სურათის შეხედვაც ავუკრძალე, არ უნდა ნახოთ ამ თამაშიდან არც ერთი სურათი, არც ერთი! ზოგადად, "ბაიერნს" არ შეხედონ. კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ".

"განზრახული გვაქვს შევიმუშავოთ სხვადასხვა სქემები, ფაზები, მაგრამ ვეცდებით ფეხურთი ვითამაშოთ, ყურადღება ამაზე უნდა გავახვილოთ", - განაცხადა მოურინიომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით