"ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა

12-12-2019, 00:10

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც დონეცკის "შახტიორმა" "ატალანტას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ამ გამარჯვების წყალობით ბერგამოული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

გარდა ამისა, იტალიელებმა ამ შედეგით საკმაოდ უცნაური რეკორდი დაამყარეს. კერძოდ, "ატალანტა" გახდა პირველი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც საწყის 3 ტურში მარცხის მიუხედავად მაინც შეძლო პლეი-ოფში გასვლა.

ბოლო სამ ტურში იტალიურმა კლუბმა ჯამში 7 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი გახდა 1/8 ფინალში გასასვლელად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით