ჰოლანდი დორტმუნდშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს

12-12-2019, 22:31

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერლინგ ჰოლანდი და მისი აგენტი მინო რაიოლა დორტმუნდში ჩაფრინდნენ სადაც "ბორუსიასთან" მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ჰლანდი მიმდინარე სეზონში ბევრი გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა.

ნორვეგიელი "ზალცბურგში" 2019 წელს გადავიდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 28 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

19 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსიდან ხუთ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და ჯამში რვა გოლი გაიტანა.

ერლინგის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით