"იუნაიტედი" მზადაა 20 წლის გერმანელი 90 მილიონად იყიდოს

12-12-2019, 23:57

DailyMail-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 20 წლის გერმანელი ნახევარმცველის, კაი ჰავერტის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჰავერტი ამჟამად "ლევერკუზენისთავის" ირჯება და ინგლისური გრანდის მესვეურები ფიქრობენ, რომ გერმანულ კლუბს მათ შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

კაის საკუთარ რიგებში ხილვა "ლივერპულსა" და "ბარსელონასაც"სურთ, თუმცა, ფავორიტი სწორედ მანჩესტერული კლუბია.

ჰავერტი "ბაიერის" წევრი 2016 წლიდან გახლავთ, მიმდინარე სეზონში კი, გერმანიის ბუნდესლიგაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

კაის გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნული გუნდის მაისურით კი უკვე 7 მატჩი აქვს გამართული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვარაცხელიას გოლი პრემიერლიგის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

დაგვიმეგობრდით