ნეიმარმა "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლა და ულტიმატუმი წაუყენა

14-12-2019, 17:30

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი "ბლაუგრანასგან" 3.5 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს, რადგან ის მიიჩნევს, რომ "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგებამდე კატალონურ კლუბს მისთვის სწორედ ზემოხსენებული ოდენობის თანხა უნდა გადაერიცხა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის მიერ მოთხოვნილი თანხის უმეტესი ნაწილი ლოიალურობის გამო უნდა გადაეხადათ კატალონიელებს, დანარჩენი ნაწილი კი ძირითადად ბონუსებისგან შედგება.

საინტერესოა ისიც, რომ ნეიმარი ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს პირდება, რომ საჩივარს გამოიტანს, თუ ზაფხულში "კამპ ნოუზე" დააბრუნებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსები აბობოქრდნენ: "ბასილაშვილმა ჩვენს სპორტსმენთან ეს ამიტომ გააკეთა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით