მოურინიო: "ტრანსფერები? მე უბრალოდ დრო მჭირდება"

14-12-2019, 16:16

"ტოტენჰემის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მედის წარმომადგენლებთან იანვარში სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

"იანვრის საკითხი სრულიად მოგვარებულია და ახლა უბრალოდ მუშაობის გაგრძელება მინდა".

"ამ თვეში მექნება დრო, რომელიც აქამდე არ მქონია. ჩემს თანაშემწეებთან მუდამ ვწუწუნებ, რომ რაღაც კონკრეტული ვარჯიშების შესრულების საშუალება არ მეძლევა".

"წინასასეზონო მომზადების დროს მუშაობაზე ვგიჟდები, მაგრამ წელს ის არ მქონია და გამომდინარე იქიდან, რომ იანვარში რაღაც დრო გვექნება მინდა ის საჩემოდ გამოვიყენო. უბრალოდ დრო მჭირდება", - განაცხადა მოურინიომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით