კოუტინიომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა

15-12-2019, 18:08

ბრემენის "ვერდერთან" გამანადგურებელი სხვაობით გამარჯვების შემდგომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ თავის მომავალზე ისაუბრა.

"ჩემი აქ დარჩენის საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რას მოინდომებს "ბაიერნი" და რას გადავწყვეტთ ერთობლივად."

"ამჟამად ამაზე ფიქრის დრო არც მე და არც კლუბს არ აქვს. ყველანი ფოკუსირებულები ვართ მხოლოდ თამაშზე." - აცხადებს კოუტინიო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "რეკორდმაისტერის" რიგებში ერთწლიანი იჯარის წესით ირიცხება. კლუბს მისი გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით