"რეალს" ლიდერი უბრუნდება

16-12-2019, 23:29

"ელ კლასიკომდე" ორი დღით ადრე მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.

გუნდის ბელგიელმა გარემარბმა, ედენ აზარმა ვარჯიში განაახლა. ფეხბურთელი დღეს სატრენაჟორო დარბაზში შენიშნეს.

აზარის თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამორიცხულია, თუმცა, ის ფაქტი, რომ მან ფიზიკური დატვირთვა განაახლა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე დაუბრუნდება მწვანე მინდორს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, "პსჟს" წინააღმდეგ მიიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით