მესიმ ჩავის რეკორდი გაიმეორა !

19-12-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა და კაპიტანმა, ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესის რეკორდი გაიმეორა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ვარსკვლავი, ესპანელ მაესტროსა და ლეგენდასთან ერთად, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 42 "ელ კლასიკო" ჩაატარა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანასა" და "ლოს ბლანკოსის" შემდგომ დაპირისპირებაში, მესი ორი გრანდს შორის ორთაბრძოლების ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით