"მილანი" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა

19-12-2019, 12:17

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "როსონერი" აქტიურად ეცდება "კატალონელთა" რიგებიდან კარლეს ალენია გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელიც განიხილავს კლუბიდან წასვლის წინადადებას.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კარლეს ალენიას ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით