Marca: პაპუნაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

19-12-2019, 19:04

როგორც გავლენიანი ესანური გამოცემა Marca იტყობინება, გიორგი პაპუნაშვილმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში "სარაგოსა" დატოვოს.

როგორც ჩანს, ქართველმა შემტევმა კლუბის მოლოდინი ვერ გაამართლა და არაგონიდან აბარგების კანდიდატია.

წყარის ცნობით,  გიორგი  MLS-ის ბინადარ "დალასსში" გადავა, რომელიც დაინტერესებულია, თუმცა ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული უახლოეს ხანში წინადადებაც ოფიციალურად გაჩნდეს.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ არაგონელთა რიგებში ჩატარებულ 57 მატჩში 12 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით